20 აგვისტოს ღამით სუმის ოლქის ქალაქ ოხტირკაზე რუსული დრონების მასშტაბური დარტყმის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
„ღამით მტერმა ქალა ქოხტირკა ზე მასშტაბური დრონით დარტყმა განახორციელა... თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი, დამხმარე შენობა და ავტოფარეხი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობდნენ.