უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავების პროცესშია და მსოფლიო ლიდერების დონეზე კოორდინაცია მიმდინარეობს.
ზელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებებს „ომის დასრულებისა და უკრაინის უსაფრთხოებისკენ მიმავალი მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.
„ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე. დღეს ლიდერების დონეზე ვაგრძელებთ კოორდინაციას, იქნება განხილვები, ვამზადებთ შესაბამის ფორმატებს. ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მუდმივ კონტაქტზე არიან. უსაფრთხოების გარანტიები იქნება... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა რეალობად ვაქციოთ - პარტნიორობის, უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინელი ხალხის გამბედაობის მეშვეობით,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.