საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არ არის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
„როდესაც სიტუაციას და ფაქტებს ვუყურებ, ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტ პუტინს ახლა ნამდვილად სურს მშვიდობა,“ - განაცხადა მაკრონმა თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ. იუწყება Sky News.
ამავდროულად, მან შეაქო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ოპტიმიზმი“ სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეს სერიოზულად უნდა იქნას აღქმული“.
„თუ ის ფიქრობს, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლია, ეს შესანიშნავი ამბავია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა მაკრონმა.