გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი ერთმანთს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვდებიან. იუწყება Reuters.
მერცმა განაცხადა, რომ ტრამპი ამაზე პუტინთან უკრაინის, აშშ-ის, ევროკომისიის, ნატო-ს და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს შორის მრავალმხრივი მოლაპარაკებების შესვენების დროს შეთანხმდა.
„შეხვედრის შესვენების დროს, ამერიკის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შეთანხმდა, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება“, - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.
გერმანიის კანცლერის თქმით, ტრამპი დათანხმდა სამმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთი მოწვევის გაგზავნას, რათა მოლაპარაკებები „ნამდვილად დაიწყოს“.
მან აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ადგილმდებარეობა ჯერ არ არის განსაზღვრული. „ჩვენ არ ვიცით, გადაწყვეტს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ასეთ სამიტში მონაწილეობას. ამიტომ, ჯერ უნდა დავრწმუნდეთ“, - თქვა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროპელების ერთიანი ფრონტით წარმოჩენამ და რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან მათი მოლაპარაკებები ახლა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ დეტალებზე გადავა.
„სრულიად ნათელია, რომ ამაში მთელი ევროპა უნდა იყოს ჩართული“, - თქვა მერცმა.