ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, შევაჩეროთ რუსეთი, ჩვენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში ტრამპთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, შევაჩეროთ რუსეთი... ჩვენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა გვჭირდება... ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის იდეას, შეაჩეროს ეს ომი და გამონახოს მის დასასრულებლად დიპლომატიური გზა" , - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის იდეას, რომ ეს ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით. მზად არის სამმხრივი შეხვედრისთვის.