უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, რათა დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხი განიხილოს.
დღეს გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უილსი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.