ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის მოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს.
BBC-ის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკვე მივიდნენ საელჩოში შეხვედრისთვის.
ზელენსკი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.
CNN, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ იყო დაგეგმილი.
შეხვედრაზე ევროპული ქვეყნების ლიდერებმა და ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე პოზიციები უნდა შეაჯერონ.