მზად ვართ, მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ მუშაობა ომის დასასრულებლად და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.
“გენერალო კელოგ, გმადლობთ შეხვედრისთვის და ჩვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის. როდესაც საქმე ევროპაში ერთი ადამიანისთვის მშვიდობას ეხება, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. მზად ვართ, მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ მუშაობა ომის დასასრულებლად და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია ბრძოლის ველზე, ჩვენი ძლიერი დიპლომატიური შესაძლებლობები - უკრაინასა და მთელ ევროპასთან, ამერიკასთან ერთად”.
რუსეთის იძულება მშვიდობაზე მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი და პრეზიდენტ ტრამპს ასეთი ძალაუფლება აქვს. ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა ნამდვილად დამყარდეს”! - წერს ზელენსკი.