პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიამ რაქტიკაში უნდა უნდა იმუშაოს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსად, რომელიც პასუხისმგებელია კოლექტიურ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა დათანხმდეს ევროპასთან თანამშრომლობას უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და ჩვენ მადლიერები ვართ შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტის ამ სიგნალისთვის.
ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუმცა არ არსებობს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ის, რა იქნება ამერიკისა და ევროპის როლი, რა შეუძლია ევროკავშირს. და ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც პრაქტიკაში იმუშავებს ნატო-ს მე-5 მუხლის შესაბამისად. და ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად მივიჩნევთ და ვიცით, რომ ამერიკაც და პუტინიც ამას ერთნაირად უყურებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.