უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს არსებული შეხების ხაზის შესაბამისად და მზადაა ტერიტორიული საკითხები მხოლოდ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან განიხილოს უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის დროს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ რეალური მოლაპარაკებები გვჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლიათ დაიწყოს იქ, სადაც ახლა ფრონტის ხაზია.
მოლაპარაკებისთვის. ევროპელები ამას მხარს უჭერენ და ყველას მადლობას ვუხდით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთს დონეცკის რეგიონში წარმატებისთვის არ მიუღწევია; პუტინმა 12 წელია მისი დაპყრობა ვერ შეძლო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კონსტიტუცია „შეუძლებელს ხდის ტერიტორიების დათმობას ან მიწებით ვაჭრობას“.
„ვინაიდან ტერიტორიული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ის მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა განიხილონ უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის დროს.
ჯერჯერობით, რუსეთს არ გამოუჩენია არანაირი ნიშანი იმისა, რომ სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ახალი სანქციებია საჭირო,“ - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ომის დასრულების პირობების განხილვამდე.
„პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს და ჩვენ ყველა არ ვიცით. თუ მართლაც იმდენი მოთხოვნაა, რამდენიც მოვისმინეთ, მაშინ ყველა მათგანის განხილვას დიდი დრო დასჭირდება და ეს იარაღის ზეწოლით ვერ განხორციელდება. ამიტომ, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, საბოლოო შეთანხმებაზე სწრაფი მუშაობა. ამაზე ვაშინგტონში ვისაუბრებთ“, - თქვა მან.