გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 18 აგვისტოს ვაშინგტონში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისa და დონალდ ტრამპის შეხვედრას სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად დაესწრებიან.
გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფრიდრიხ მერცი ორშაბათს ვაშინგტონში მიემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპული სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის.
დღეს, კვირას, თბილისის დროით, 17:00 საათზე, ფონ დერ ლაიენი და ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში. ზელენსკის მიწვევით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მას მეორე დღეს, 18 აგვისტოს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე შეუერთდება.
შეხვედრაზე გამგზავრების სურვილი ასევე გამოთქვეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.. შეხვედრას სავარაუდოდ, ასევე დაესწრებიან ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. გავრცელენული ცნობებით, ვროპელ ლიდრებს შორის ვაშინგტონში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.