უკრაინის ევროპელი მოკავშირეები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთავ შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, რათა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებში მისი პოზიციები გააძლიერონ და თეთრ სახლში კონფლიქტის გამეორება თავიდან აიცილონ. ამის შესახებ Politico ორ ევროპელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ევროპა ცდილობს თავიდან აიცილოს ზელენსკისთვის „ჩასაფრების“ განმეორება, რამაც შეიძლება ამ დელიკატურ მომენტში პრეზიდენტებს შორის ურთიერთობები გაანადგუროს.
ამ მიზნით, ვაშინგტონში ფინეთის პრეზიდენტის, ტრამპის ერთ-ერთი საყვარელი თანამოსაუბრის, ალექსანდრ სტუბის გაგზავნა იგეგმება. სტუბთან ტრამპს გამორჩეულად ახლო ურთიერთობა აქვს.
მოსალოდნელია, რომ სტუბი მოლაპარაკებებში ზელენსკისთან ერთად იქნება და ხელს შეუწყობს ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილებას და ამერიკის პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ ევროპა ჩართოს ნებისმიერ შემდგომ მოლაპარაკებებში.
წყაროების ცნობით, შესაძლოა, შეერთებულ შტატებში ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც ჩავიდეს, რომელსაც ტრამპთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
„ევროპა და უკრაინა ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტს გასაღებად მიიჩნევენ იმის დასარწმუნებლად, რომ ტრამპი არ დათანხმდეს კიევისთვის მიუღებელ პირობებს, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას, რომლებსაც მოსკოვი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს,“ - წერს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, სადაც შიშობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი იგივე მეგობრულ მოპყრობას ვერ მიიღებს.