Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება უკვე მომავალ პარასკევს, 22 აგვისტოს სურს. ამის შესახებ Axios წყარობზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ შაბათს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან საუბრისას განაცხადა.
„ტრამპმა ზელენსკის და სატელეფონო საუბრის სხვა მონაწილეებს უთხრა, რომ მას სამმხრივი სამიტის „სწრაფად“, უკვე 22 აგვისტოს ჩატარება სურდა“, - განუცხადა Axios-ს ორმა წყარომ.