Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნა, რუსეთს დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ტერიტორია სხვა რეგიონებში ფრონტის გაყინვის სანაცვლოდ გადასცეს.
წყაროს ცნობით, ზელენსკისთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა შესთავაზა „ფრონტის ხაზების უმეტესი ნაწილის გაყინვა“ და თქვა, რომ პრეტენზიას აღარ გამოაცხადებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, თუ უკრაინა მთელ დონბასს აგრესორს გადასცემს.
„ზელენსკიმ ეს მოთხოვნა უარყო, განაცხადა წყარომ“, - აღნიშნავს გამოცემა.
Reuters-ის წყაროებმა ასევე დაადასტურეს, რომ ევროპელი ლიდერები ორშაბათს ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებებზე დასასწრებად არიან მიწვეული.