გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრის შედეგებზე კომენტირებისას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან აშშ-ის შეერთების მზადყოფნას „დიდი პროგრესი“ უწოდა.
მისი თქმით, ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტის წარმატების შესაძლებლობას ხედავს.
მერცმა აღნიშნა, რომ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს დეტალურად აცნობა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შედეგები.
„მან [ტრამპმა] დეტალურად გვიამბო, თუ რამდენად ინტენსიურად განიხილა პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების პირობები. იმ დაპირებაზეც კი, რომ ამერიკა მზად იყო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მიეცა. ეს გუშინდელ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯერ არ იყო გაჟღერებული.
მე ვფიქრობ, რომ ამერიკის მზადყოფნა, უზრუნველყოს ასეთი უსაფრთხოების გარანტიები... ნამდვილად დიდი პროგრესია,“ - თქვა მერცმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.