1-ელი მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა საქმეებზე უფასო ადვოკატის სარგებლობას შესძლებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარება ძალაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ უნდა შესულიყო, მთავრობა გამონაკლისი დაუშვა და სოციალურად დაუცველ პირებს 2011 წლის 1-ელი მარტიდან საშუალება ექნებათ უფასო ადვოკატით ისარგებლონ.
"კვალიფიციური ადვოკატის მომსახურება, როგორ იცით, ძალიან ძვირადღირებულია, ამიტომ სახელმწიფო დღეს ადამიანებს სთავაზობს უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლონ. პირველი ეტაპზე იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის საქმეებს ანუ მძიმე დანაშაულებებზე ხდებოდა და მხოლოდ ორი წლის შემდგომ იყო. ახლა გათვალისწინებულია, იგივე სოციალურად დაუცველ ადამიანებს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობამ ამ კუთხით გამონაკლისი დაუშვა და ახალა უკვე თუ პირს არ აქვს საშუალება ადვოკატი დაიქირავოს, შეუძლია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სახელმწიფოს ხარჯზე უფასო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვოს.
"ჩვენ ამ ეპატზე კიდევ ერთ გამონაკლისს ვაკეთებთ. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო ადამიანს შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა, ასეთ შემთხვევაში მას კანონის ძალში შესვლის შემდგომ, საშუალება ექნება შესაბამის სამსახურს უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად მიმართოს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.