უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 16 აგვისტოს დილით შედგა.
აღნიშნულია, რომ ტრამპმა ზელენსკის დაურეკა და მათ ნატო-ს ქვეყნების ლიდერებთან საუბარი გამართეს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ამ საუბარს შეუერთდნენ.
თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ საუბარი „ხანგრძლივი“ იყო. თეთრი სახლის წარმომადგენლის, ქეროლაინ ლევიტის ცნობით, ტრამპი ზელენსკის იმ დროს ესაუბრა, როდესაც ალასკიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.
ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამჟამად დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბარს ნატო-ს ლიდერებთან მართავს.
ამ დროისთვის მეტი დეტალი არ არის.