აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, პუტინისადმი გაგზავნილ პირად წერილში უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობის საკითხი წამოჭრა. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა წერილი პუტინს პირადად გადასცა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გამართული მოლაპარაკებების დროს. მელანია ტრამპი, რომელიც სლოვენიაში დაიბადა, ალასკაში არ იმყოფებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოფიციალურმა პირებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, გარდა იმისა, რომ მასში საუბარია უკრაინაში ომის დროს გატაცებულ ბავშვებზე.
„წერილის არსებობის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი“, - აღნიშნეს მათ.