აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე შეიძლება, რაღაცას მიაღწიონ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ჭკვიანი კაცია და ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.
„შევნიშნე, რომ მას რუსეთიდან ბევრი ბიზნესმენი მოჰყავს, ეს კარგია. მომწონს, რადგან სურთ ბიზნესის კეთება, მაგრამ ბიზნესს არ გააკეთებენ, ვიდრე ომს არ შევაჩერებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ალასკაში მიფრინავს, სადაც რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას გამართავს. ტრამპის გარდა, ბორტზე იმყოფებიან დელეგაციის წევრები, ასევე თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლევიტი და ჟურნალისტები.