ალასკაში შეხვედრის დროს ტერიტორიების გაცვლის საკითხი იქნება განხილული, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უკრაინა მიიღებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკისკენ მიმავალ საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„[ტერიტორიების გაცვლის საკითხი] განხილული იქნება, მაგრამ მე უკრაინას უნდა მივცე გადაწყვეტილების მიღების უფლება.
და მე ვფიქრობ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა, მე აქ უკრაინის სახელით მოლაპარაკებების გასამართად არ ვარ. მე აქ ვარ, რათა ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიყვანო. თუ პროგრესს მივაღწევთ, ამას განვიხილავ“, - თქვა ტრამპმა.