აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონი Air Force One-ის ბორტით დატოვა და ალასკაში გაემგზავრა, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება სამიტზე. ამის შესახებ NBC News იუწყება.
თვითმფრინავში ასვლამდე ტრამპს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.
წასვლამდე პრეზიდენტმა Truth Social-ში დაწერა, რომ „ფსონები მაღალია“.
დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს 11:30 საათზეა დაგეგმილი (თბილისის დროით 23:30 საათზე).