თეთრმა სახლმა, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ტრამპს ალასკაში გაჰყვება, შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ასევე ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი.
ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
ტრამპს ასევე თან ახლავს თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და მისი მოადგილე დენ სკავინო.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ალასკისკენ უკვე გაფრინდა.
ამასთან, მოსკოვის ინფორმაციით, რუსეთი დელეგაციაში შევლენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.