რიაზანის ოლქის შილოვის რაიონში მდებარე „ელასტიკის“ ქარხანაში დენთი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. იუწყება რუსული გამოცემა "მედუზა"
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. სააგენტო 20 დაშავებულის შესახებ იუწყება.
Telegram-ის არხებმა აფეთქების შემდგომი ვიდეოები გამოაქვეყნეს. კადრებში ჩანს დიდი ხანძარი და სქელი კვამლის სვეტი.
Telegram -არხი Baza იუწყება, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.
ქარხნიდან 100-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. „ქარხანაში აფეთქება უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევის გამო, დენთის საწარმოში მოხდა... მთელი საწარმო განადგურდა“, - წერს Baza.