"ჩვენს ჟურნალისტებს რომლებიც ალასკაში სპეცრეისით ჩაფრინდნენ, თვითმფრინავში კიევური კატლეტი აჭამეს", - წერს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს 11:30 საათზეა დაგეგმილი (თბილისის დროით 23:30 საათზე). პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაურთან ერთად აშშ-ში კიდევ ხუთი რუსი წარმომადგენელი გაფრინდება.