ანტი-ამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმი ტრაბახობს მის პროპაგანდისტულ მაუწყებლობაზე, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მიღებას ცდილობს, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე წერს.
"ანტი-ამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმი ტრაბახობს მის პროპაგანდისტულ მაუწყებლობაზე, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მიღებას ცდილობს. ჩინეთი ცდილობს, რომ ამერიკას შუა დერეფანი დაუკეტოს. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიდი ნაბიჯია, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას გააგრძელებს" , - წერს ჯო უილსონი.