უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა, სადაც დაუნინგ სტრიტზე მას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დახვდა. ზელენსკი და სტარმერი რეზიდენციაში შეხვედრას გამართავენ.
ლიდერების შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე იმართება.
ზელენსკიმ, სტარმერმა და ევროპელმა ლიდერებმა ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან ონლაინ-შეხვედრა განართეს და შეთანხმდნენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება უკრაინის გარეშე და რომ ცეცხლის შეწყვეტა პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი მას პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაურეკავს.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ალასკაში პუტინთან შეხვედრა წარმატებით ჩაივლის, ის მეორე შეხვედრას გამართავს, რომელშიც ზელენსკი მონაწილეობას შეძლებს.