აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედია გააკრიტიკა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის მიკერძოებული გაშუქების გამო.
ტრამპი აღშფოთებულია იმით, თუ როგორ წარმოაჩენს მედია კრემლის მეთაურთან მოახლოებულ სამიტს.
„პუტინთან ჩემი შეხვედრის შესახებ ძალიან უსამართლო მედია მუშაობს. გამუდმებით ციტირებს გათავისუფლებულ დამარცხებულებს და ისეთ სულელ ადამიანებს, როგორიც ჯონ ბოლტონია, რომელმაც ახლახან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამერიკულ მიწაზე იმართება, „პუტინმა უკვე გაიმარჯვა“. რა არის ეს ყველაფერი? ჩვენ ყველაფერში ვიგებთ. ყალბი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს (ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე გადასახადი არ არის!)“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
„თუ რუსეთთან გარიგებით მოსკოვს და ლენინგრადს უფასოდ მივიღებდი, ყალბი ამბები იტყოდა, რომ ცუდი გარიგება დავდე... ისინი არიან ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც, ალბათ, სძულთ ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ყველაფერს ვიგებთ!" - დაწერა ტრამპმა.