9 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და გაჩნდა ხანძრები.
ინფორმაციას დნისპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი ავრცელებს.
„დაშავდა სამი ადამიანი - 41 წლის ქალი და 21 და 29 წლის მამაკაცები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.“
ლისაკის თქმით, დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, დააზიანა სამრეწველო ქარხანა, შენობა და რამდენიმე მანქანა.