ინდოეთმა გადაწყვიტა, უარი თქვას შეერთებული შტატებისგან ახალი იარაღისა და თვითმფრინავების შეძენის გეგმაზე ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფების გამო. იუწყება Reuters.
ნიუ-დელიმ ასევე გააუქმა თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რომელიც ვიზიტის დროს იარაღის შესყიდვის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავდა.
სააგენტოს ცნობით, ინდოეთის გადაწყვეტილება იყო პასუხი 6 აგვისტოს ინდოეთის ექსპორტზე დამატებით 25%-იან ტარიფებზე, რომელიც ტრამპმა ნიუ დელის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო დაუწესა.
ინდურ საქონელზე საერთო ტარიფებმა 50%-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებს შორის.
ინდოეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა 2 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ინდოეთი არა მხოლოდ დიდი ოდენობით რუსულ ნავთობს ყიდულობს, არამედ შემდეგ მსხვილი მოგებისთვის ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, უკრაინაში რამდენი ადამიანი ეწირება რუსეთის ომის მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფებს” – დაწერა ტრამპმა.