უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა დონალდ ტრამპთან გამართული საუბრის შესახებ.
„ემანუელმა ლიდერებთან თავისი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა - რომლებიც დილით უკვე შედგა, ასევე დღეს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, საუბრის დროს მათ პოზიციები შეათანხმეს.
„ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი, ევროპისა და ამერიკის, თითოეული ნაბიჯის ბალანსსა და ეფექტურობაზე - როგორც ახლა, ასევე მომავალში“, - აღნიშნა მან.