ანტი-ამერიკულმა „ქართული ოცნების” რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, „MEGOBARI აქტი“ საჭიროა!- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე წერს.
„ანტი-ამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. რეჟიმი სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვის თავის მიზანს უფრო მიუახლოვდეს. MEGOBARI [აქტი] საჭიროა!!” - წერს უილსონი.