5 ივლისს რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ოლქის სტეპნოგორსკის დასახლებაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვნა განაცხადა.
მისი ცნობით, რუსებმა შეტევა კერძო სახლზე დრონით მიიტანეს. დარტყმის დროს ადგილზე ორი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა, 59 და 53 წლის. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.