მოლდოვის სასამართლომ პრორუსული პარტია „შორის“ დაფინანსების საქმეზე გაგაუზიის ლიდერ, ევგენია გუცულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გუცულს ბრალად დასდეს 2023 წლის საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო დაფინანსების მიღება, დოკუმენტების, ანგარიშებისა და დეკლარაციების გაყალბება. გამოძიება ამტკიცებს, რომ ევგენია გუცულმა, პარტია „შორის“ მდივნად მუშაობის დროს, რუსეთიდან მოლდოვაში პარტიის დასაფინანსებლად 2,4 მილიონი დოლარი ჩაიტანა.
გუცული დანაშაულს არ აღიარებს.
გუცულმა დახმარების თხოვნით ღია წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოუწოდა, გამოიყენოს ყველა მექანიზმი მის გასათავისუფლებლად. ანალოგიური თხოვნით მან ასევე მიმართა თურქეთის პრეზიდენტსაც.
ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს..