5 აგვისტოს ღამეს, ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მრავალსართულიანი შენობები და კერძო სექტორი. არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები. ინფორმაციას ლოზოვას მერი სერჰიი ზელენსკი ავრცელებს.
„ლოზოვამ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განიცადა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მრავალსართულიანი შენობები და კერძო სექტორი. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები, მათ შორის ორი ბავშვი. ადგილზე მაშველები, ექიმები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. ვაფიქსირებთ შედეგებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
5 აგვისტოს დილის მონაცემებით, ლოზოვის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე დიდი პრობლემები ავილოვკას მიკრორაიონსა და კატერინოვის სტაროსტინის რაიონში დაფიქსირდა. ქალაქის კომუნალური სამსახურები წყალმომარაგების აღსადგენად მუშაობენ.