აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის საზღვრებთან არის განთავსებული, როგორც ეს მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის რიტორიკის საპასუხოდ განაცხადა.
კვირას, მედიასთან საუბრისას, როდესაც ტრამპს რუსეთის ტერიტორიის მახლობლად ამერიკული წყალქვეშა ნავების განლაგების შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ ისინი „უკვე რეგიონში იმყოფებიან“.
„მე უკვე გავაკეთე განცხადება და პასუხი ის არის, რომ ნავები განთავსებულია რეგიონში, სადაც უნდა იყვნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმირ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს.
„მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1. რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი. 2. ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარაა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯი. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ნუ წახვალთ "მძინარა ჯოს" გზით!“, - დაწერა მედვედევმა.
მედვედევის განცახდების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.