ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი თელ ავივში ისრაელელი ტყვეების ოჯახებს შეხვდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.
სტივ უიტკოფმა ისრაელელი მძევლების ოჯახებს განუცხადა, რომ როგორც ისრაელის, ასევე ღაზის მცხოვრებლებიც ითხოვენ ტყვეების დაბრუნებას.
„ისრაელელების უმრავლესობას სურს, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ, ხოლო ღაზის მოსახლეობის უმრავლესობას ტყვეენის დაბრუნება სურს, რადგან მათ სურთ სექტორის აღდგენა“, - განუცხადა მან მძევლების ოჯახებს.
გამარჯვება შეუძლებელია ყველას სახლში დაბრუნების გარეშე; თქვენ ყველანი ჩემი ოჯახის წევრები გახდით, გეგმა ომის გახანგრძლივება კი არა, მისი დასრულებაა“, - განაცხადა უიტკოფმა.