დახმარების გაწევის ახალ მექანიზმზე მუშაობენ, რაც ალიანსის ევროპელი წევრების დაფინანსებით ამერიკული იარაღის შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ახალი მექანიზმით, უკრაინა შეადგენს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო საჭიროებების სიას, ე.წ. „პრიორიტეტული მოთხოვნების სია უკრაინისთვის“. თითოეული ასეთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამ მიდგომით, ნატო-ს მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ უკრაინას 10 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღით მოამარაგებენ“, - განუცხადა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს.
„ეს არის საწყისი წერტილი და ეს არის ამბიციური მიზანი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ახლა ამ მიმართულებით მივდივართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ამბიციას. ჩვენ გვჭირდება ეს მოცულობა“, - განაცხადა წყარომ.
გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე, ერთი სამხედრო პაკეტი ამ სქემის მიხედვით უკვე განხილვის პროცესშია.