რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების მოლაპარაკებებსა და დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.
„რაც შეეხება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ნებისმიერ იმედგაცრუებას, ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან ამომდინარეობს. ეს ცნობილი ზოგადი წესია“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია „სერიოზული საუბრები - და არა საჯაროდ, არამედ „მშვიდად, მოლაპარაკების პროცესის სიჩუმეში“.
ამავდროულად, პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთის ოფიციალური პოზიცია არ შეცვლილა მისი 2024 წლის ულტიმატუმის შემდეგ, რომელიც მოიცავდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს და მოსკოვის ტერიტორიული პრეტენზიების აღიარებას.