ოთხმა ინდურმა სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
საუბარია კომპანიებზე- Indian Oil Corp-ზე Hindustan Petroleum Corp (HPCL)-ზე, Bharat Petroleum Corp (BPCL)-სა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd (MRPL)-ზე.
ბოლო კვირის განმავლობაში მათ რუსული ნავთობი არ მოუთხოვიათ, არამედ ალტერნატიული მარაგების მისაღებად ქვეყნებს - ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან.
როგორც Reuters აღნიშნავს, ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა გასულ კვირას რუსული გადაუმუშავებელი ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსკოვისგან ნავთობის მყიდველებისთვის მუქარის შემდეგ რუსულ ნავთობზე ფასდაკლებები შემცირდა.
14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და მის პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებდა, თუ მოსკოვი 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევდა.
მოგვიანებით მან ვადა 10 დღემდე შეამცირა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტა, რომ ტრამპი რუსული ნავთობის შემსიდველებზე საუბრობდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 30 ივლისს გამოაცხადა, რომ ინდოეთს 1-ელი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებსა ჯარიმას დაუწესებს.