შეძრწუნებული ვართ და შიშით ვკრთით ალეკო ელისაშვილის რისხვის წინაშე - „ლელოელებმა“ და „გახარიელებმა“ თბილისის მერობის კანდიდატად დაე, ელისაშვილი დააყენონ და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ მიიღონ! ვის ვის და მარტო ალეკო ელისაშვილს აქვს შანსი „ქართული ოცნება“ დაამარცხოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა.
მისი თქმით,თბილისის მერის პოსტზე ელისაშვილზე უკეთეს კანდიდატურას ვერ მოიფიქრებდნენ.
„ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლებელია. ეს ადამიანი დაცლილია ყველანაირი პრინციპისგან, ადამიანური დამოკიდებულებისგან - დღეს ერთს ამბობს, ხვალ - მეორეს. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მისი ქცევები უკანასკნელ პერიოდში. ეს ადამიანი იქამდეც მივიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამართლება და ქებაც კი დაიწყო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.