ეკა ბესელიას მოძრაობა გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს.
მოძრაობა "სოდილარობა უკანონო პატიმრების" ლიდერის შეფასებით, მათი მოთხოვნები სამართლიანი და კანონიერია და უმოკლეს დროში უნდა დაკმაყოფილდეს.
"სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მაღაროელებს, რომლებიც ითხოვენ ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას, დაცულ შრომით კონტრაქტებს, ხელფასების გაზრდას მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სირთულისა და სიმძიმის გათავლისწინებით
მაღაროელების მოთხოვნა სამართლიანი და კანონიერია და უმოკლეს დროში უნდა დაკმაყოფილდეს", - ნათქვამია ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.
ამასთან, ბესელია მზადყოფნას გამოთქვამს მაღაროელებს უფლებადამცველების ჩართვით სამართლებრივი და სამოქალაქო მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში დღეს დილიდან მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, რადგან ყველა მაღაროელმა გაფიცვა გამოაცხადა.