გუშინ, [გიორგი] ახობაძის რეცეპტით გავაკეთეთ ქათმის კატლეტი, დაემთხვა სანქციებზე ინფორმაციას და კიდევ უფრო გემრიელად მივირთვით. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც არის რეჟიმის მსახური, რომ წინ ბევრად უკეთესი სანქციებია,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში განაცხადა.
დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ადვოკატ ნინო ლომინაძის განცხადებით, დაიკითხება ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ნიკოლოზ კაციასგან ამოღებულ გადასაფუთ პაკეტზე არ არის ნიკოლოზ კაციას თითის ანაბეჭდი.
ასევე დაიკითხება კიდევ ერთი პირი, ნიკოლოზ კაციას მეგობარი, რომელთანაც კაცია უშუალოდ შეთანხმებული იყო, რომ აქციაზე უნდა მისულიყო.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ნიკა კაციამ.
გუშინ, [გიორგი] ახობაძის რეცეპტით გავაკეთეთ ქათმის კატლეტი, დაემთხვა სანქციებზე ინფორმაციას და კიდევ უფრო გემრიელად მივირთვით. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც არის რეჟიმის მსახური, რომ წინ ბევრად უკეთესი სანქციებია,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში განაცხადა.
ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.