აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეამცირებს 50-დღიან ვადას, რომელიც მან ადრე დააწესა კრემლის ლიდერ, ვლადიმირ პუტინისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
ტრამპმა ამის შესახებ შოტლანდიის ქალაქ თორნბერიში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის წინ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ფაქტის გამო, რომ მისი არმია აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე რაკეტებით თავდასხმას.
„ჩვენ არაერთხელ გავმართეთ მოლაპარაკება... მაგრამ პრეზიდენტი პუტინი გადის და რაკეტებს ესვრის ზოგიერთ ქალაქს, მაგალითად კიევს, და უამრავ ადამიანს კლავს... ყველგან ცხედრებია. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით“, - თქვა პუტინმა.
მისივე თქმით, აპირებს რუსეთისთის მეორადი სანქციების დაწესების 50-დღიანი ვადა შეამციროს.
შევამცირებ „მიცემულ 50 დღეს უფრო მოკლე ვადამდე , რადგან ვიცი, რა მოხდება შემდეგ“, - თქვა მან.
14 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.
„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.