თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებულთა ნაწილი თბილისის მერიასთან აქციას მართავს. ისინი მათი გამოსახლების პროცესს აპროტესტებენ.
"იმედია, კალაძე გადმოიხედავს ფანჯრიდან და შეამჩნევს აქ ხალხს -ამბობენ აქციის მონაწილეები.
გამოსახლებულებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით: „საქართველოს საკმარისი ბიუჯეტი აქვს, რომ ბავშვები ქუჩაში არ იზრდებოდნენ“, „ყველა ბავშვი იმსახურებს საცხოვრებელს“, „ღირსეული პირობები დევნილებისთვის“.
"არავინ დაინტერესებულა, ვინაიდან, ნანგრევებთან არ ისურვეს მოსვლა, გადმოვინაცვლეთ, იმედია, გადმოიხედავს ფანჯრიდან და შეამჩნევს აქ ხალხს, გამოვა და დასვამს კითხვას, რატომ ვართ აქ. ვინაიდან, ის აკონკრეტებს, რომ მხოლოდ თბილისის მოქალაქეებზე მხოლოდ პასუხისმგებელი, მე ვარ თბილისის მოქალაქე, რეგისტრაცია აქ მაქვს და მინდა, რომ დაინტერესდეს ჩემი მდგომარეობით, -ამბობს აქციის მონაწილე.
გამოვიდეს, როგორც ხალხის მერი, დაგვიდგეს წინ და გვესაუბროს როგორც ადამიანი, ადამიანს. ჩვენ რომ არ გვიჭირდეს, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით, 2024 წელს, თურმე დევნილთა სამინსიტრომ 50 ათასი დამიმტკიცა, მე კი გავიგე იმ დღეს, როცა მოხდა გამოსახლება. დღეს დამირეკეს და მკითხეს, როდის მივიდოდი, რომ განაცხადი წამომეღო, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.