მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმური მთავრობა არ წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„მადურო ნარკოტერორისტული ორგანიზაცია Cartel de Los Soles-ის ხელმძღვანელია, რომელმაც ქვეყანა ხელში ჩაიგდო. მას შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ“, - აღნიშნა რუბიომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვენესუელაში მიმდინარე მუნიციპალური არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა.
სააგენტომ ვენესუელის ხელისუფლება საარჩევნო სისტემის მანიპულირებაში დაადანაშაულა.
„28 ივლისს, მოპარული საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავის წინა დღეს მუნიციპალური არჩევნების დანიშვნით, რეჟიმი კვლავ აპირებს სამხედროებისა და პოლიციის გამოყენებას ვენესუელელი ხალხის ნების ჩასახშობად“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.