ჩემი ინფორმაციით გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო - თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინას და თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს,” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დაკავებულია, მისი ახლო ნათესავი დაკავებულია. რამდენიმე დღის წინ ვთქვი რამდენიმე დღის წინ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი მოადგილე, ახლო ნათესავი, როგორც ბრიფინგზე თქვეს, მისი ნათესავი ალაგებდა, მაგრამ ალაგებდა ბურჭულაძის სახელით, მისი სახელით იპარავდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ირგვლივ ეს ყულფი დავიწროვდა და ცხადია მასაც ემუქრება დაკავება. ჩემი ინფორმაციით გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან “კუში” უნდა მიიტანოს ბიძინასთან და ერთადერთ შემთხვევაში იყიდის თავისუფლებას თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინას და თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.