შაბათს ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მაცხოვრებლებს ევაკუაციის ბრძანება მიეცათ.
როგორც ჟურნალისტებს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, ათენიდან 20 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კრიონერის მაცხოვრებლებმა სამი SMS შეტყობინება მიიღეს, რომელშიც მათ უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ.
ბერძნული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დამწვარი საცხოვრებელი სახლები.
ასევე არსებობს „ზარალის შესახებ ინფორმაციამ, რომელსაც ხანძრის ჩაქრობის შემდეგ შესაბამისის სამსახურები შეაფასებენ..
საბერძნეთმა ევროკავშირის ექვსი სახანძრო თვითმფრინავის გამოყოფა სთხოვა.
ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართულია 145 მეხანძრე და 44 სახანძრო მანქანა, 10 სახანძრო თვითმფრინავი და შვიდი ვერტმფრენი, ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.
ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუსს გადააჭარბა, გვალვამ და ძლიერმა ქარმა ხელი შეუწყო ცეცხლის გავრცელებას.