ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ღაზაში საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აღადგინა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო საქმეთა კოორდინაციის განყოფილების (COGAT) განცხადება X-ში გამოქვეყნდა.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო ზომების სერია, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაუმჯობესებას და იმ მცდარი განცხადების უარყოფას, რომ ღაზის სექტორში შიმშილობაა პროვოცირებული“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, შაქარსა და დაკონსერვებულ პროდუქტებს, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეიქმნება სპეციალურად გამოყოფილი ჰუმანიტარული დერეფნები, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაერო-ს კოლონების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც მოსახლეობას საკვებსა და მედიკამენტებს აწვდიან.
„ისრაელის თავდაცვის ძალები მზადაა, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ჰუმანიტარული პაუზები დააწესოს და გააგრძელებს ოპერაციებს ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და ტერორისტების განადგურებას იმ ადგილებში, სადაც ისინი მოქმედებენ,“ - აღნიშნავენ უწყებაში.