უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის დასახლება კონდრატივკა გაათავისუფლეს.
ტელეგრამ-არხი DeepState იუწყება, რომ 225-ე ცალკეულმა შემტევმა პოლკმა დაასრულა სუმის ოლქის კონდრატივკას დასახლების გაწმენდა და კონსოლიდაცია. მანამდე, ეს დანაყოფი მონაწილეობდა ანდრიივკას გათავისუფლებაში.
მათივე ცნობით, მტერმა მძიმე დანაკარგები განიცადა. კონდრატივკას და ანდრიივკას გათავისუფლების ფარგლებში, განადგურდა რუსეთის მე-40 საზღვაო ქვეითი ბრიგადის 1 ბატალიონი, 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ბატალიონი და 30-ე მოტომსროლელი პოლკის ასევე 1 ბატალიონი. ამ უკანასკნელის მეთაური ლიკვიდირებულია. ამასთან, აღნიშნულია, რომ კონდრატივკასთან ალყაში მოყოლილი რუსული დაჯგუფების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველი, მაგრამ დიდი ალბათობით ტრაგიკულია.
14 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები წარმატებით დევნიიან რუსეთის ძალებს სუმის ოლქის სასაზღვრო ზონიდან, კერძოდ, გათავისუფლებულია ანდრიივკა.