აქციებისას დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება სასამართლოზე ზეწოლას ახდენს და კონკრეტული განაჩენის გამოტანისკენ უბიძგებს.
„უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვის პარალელურად როდესაც აკეთებს კომენტარებს, რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ აძლევს მოსამართლეს მითითებას, რომ ჩვენ მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. მინდა, საზოგადოებისთვის განვმარტო, თუ ვინმე დაზიანდა, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელია თუ არა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არავის უხარია. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც აქ დაზარალებულის სტატუსით მოდიან და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ, – ასე არ დგინდება სამართალი. ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფირმით გოგოებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან, გაუგებარია რატომ არ არიან აქ? ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და იმედი მაქვს, რომ აქ მარწუხებს გავუმკლავდებით“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ.
რაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, „დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“.